სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში, კლინიკიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გადახტა და გარდაიცვალა - ცოტა ხნით ადრე, მას შვილი დაეღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში კოვიდინფიცირებული პაციენტი მე-4 სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა, მას ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე შვილიც გარდაეცვალა.

“ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა. შუახნის კაცი კლინიკაში სამი დღის წინ შეიყვანეს, ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა გუშინ ღამით ის მე-4 სართულიდან გადახტა და დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100