სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

22 წლის გოგონა მეტეხის ეკლესიის კლდიდან მდინარე მტკვარში გადახტა

22 წლის გოგონა მეტეხის ეკლესიის კლდიდან მდინარე მტკვარში გადახტა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა გოგონას წყლიდან ამოყვანა დროულად შეძლეს.

ამ დროისთვის იგი პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსები გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გოგონა მეტეხის ეკლესიაში ოჯახის წევრებთან ერთად იყო მისული და კლდიდან სწორედ მაშინ გადახტა, თუმცა მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100