სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთში კათოლიკე მღვდელი მოკლეს

საფრანგეთში, ვანდეიას დეპარტამენტში, სენ-ლორან-სურ-სევრის კომუნაში კათოლიკე მღვდელი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ქვეყნის შს მინისტრზე, ჟერალდ დარმანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი ადგილობრივ ჟანდარმერიას ჩაბარდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საუბარია რუანდაში დაბადებულ 40 წლის მამაკაცზე, რომელმაც 2020 წელს ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძარი გააჩინა.

აღნიშნულ საქმეზე მას ბრალი წაუყენეს, რამდენიმე თვის პატიმრობა მიუსაჯეს და სასამართლო პროცესის დასრულებამდე სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში გაათავისუფლეს.

ამ დროისთვის, როგორც ჩანს, მკვლელობის ტერორისტული მოტივი გამორიცხულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100