სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კლინიკაში დაუდგენელმა პირმა მიიყვანა, დატოვა და ადგილიდან მიიმალა - ვინ არის ბორჯომში მოკლული მამაკაცი

ბორჯომში მოკლული პირი 36 წლის ლევან ნამგალაძეა. მას მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. არსებული ინფორმაციით, ნამგალაძე კლინიკაში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მიიყვანა, დატოვა, თავად კი ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა დღეს, 6 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. ექიმების ინფორმაციით, ჭრილობები ნამგალაძეს კისრისა და მხრის არეში ჰქონდა მიყენებული და სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა ჰქონდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100