5 ივლისს "ფორმულას" ფოტოგრაფზე თავდასხმის გამო 2 მოძალადე დააკავეს და ბრალი წარუდგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 ივლისს "ფორმულას" ფოტოგრაფ ვახო ქარელზე თავდასხმის გამო კიდევ 2 პირი დააკავეს. დაკავებულები 1991 წელს დაბადებული გ. გ. და 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. არიან. მათ პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.გ.-მ და გ.ჩ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ცხრა აპრილის“ ბაღში, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორს ჟურნალისტური საქმიანობაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს", - წერია უწყების განცხადებაში

კომენტარი