"ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციაზე სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წევრები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ "მთავარ არხთან" საუბრისას თქვა, რომ პოლიციამ მას ოფისთან ბანერის გაშლი შესაძლებლობა არ მისცა

"როგორც ჩანს, იმდენად სწრაფად მივექანებით ავტორიტარიზმისკენ, რომ ჩვენი ხმაც კი პრობლემაა მათთვის,- თქვა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

"ქართული ოცნების" ოფისში 12:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა იყო ჩანიშნული, ამ წუთებში კი უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მმართველი პარტია ქვეყნის მასშტაბით წარსადგენ მერობის კანდიდატებზე მსჯელობს.

კომენტარი