სტიქია ლენტეხში - გარესამყაროს 4 სოფელია მოწყვეტილი, ორს ელექტრო ენერგია არ აქვს

სტიქია ლენტეხში - გარესამყაროს ამ დრომდე მოწყვეტილია 4 სოფელი, ორს კი ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. დაზიანებული გზის გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. ქვემო სვანეთში, გარესამყაროს მოწყვეტილ 20 სოფელთან დამაკავშირებელი გზები ნაწილობრივ აღდგენილია. ტრანსპორტს გადაადგილების უფლებას მხოლოდ დღის საათებში აძლევენ, ღამით კი უსაფრთხოების მიზნით გზა ისევ იკეტება. "წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხის-ლასტირის მიმართულებით ცენტრალური გზა აღდგენილია, გახსნილია. ორ სოფელში არაა ელექტრო ენერგია და 4 სოფელში არ გვაქვს გზა. გზები ჯერ ვერ აღვადგინეთ, ვერ მოვასწარით რადგან მთავარი იყო ცენტრალური გზის გახსნა", - თქვა ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა.

კომენტარი