სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურჯაანში კორონავირუსით 28 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კოვიდ-19- ით 28 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ახალგაზრდა ერთ-ერთ სტაციონარში მკურნალობდა.

„ახალგაზრდა მამაკაცს წარსულში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმები ჰქონდა და რისკჯგუფს ეკუთვნოდა. სტაციონარში იყო გადაყვანილი, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც ვიცით, უკვე დაკრძალეს. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, პერსონალური ინფორმაციაა“,- განაცხადეს უწყებაში.

22 ივლისს, კოვიდ-19- ით გარდაიცვალა 57 წლის ქალიც, რომელიც თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

სულ რეგიონში, კორონავირუსით უკვე 151 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში კახეთში კოვიდ- 19-ის 181 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში 17693 ინფიცირებულია, ამ ეტაპზე მკურნალობას 1465 პაციენტი გადის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100