მარნეულში ყოფილი ცოლის და სიმამრის მკვლელობაზე დაკავებულის მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციამ ფაქტზე კიდევ ორი ადამიანი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მამაკაცმა მისი მეუღლე და სიმამრი მოკლა, გარდაცვლილის ახლობლები ბრალდებული მამაკაცის სახლში მივიდნენ. გარდაცვლილი ქალის ახლობლებმა მამაკაცის მამას ნიჩბის გამოყენებით დაზიანებები მიაყენეს და ოჯახის კუთვნილი ორი ავოტომობილი გააზიანეს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მამაკაცმა მარნეულში ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა. შეიარაღებული თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრნენ ყოფილი ცოლისძმა და სიდედრი.

გარდაცვლილი ქალი 27 წლისაა. მას 3 შვილი დარჩა.

კომენტარი