სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსით გარდაცვლილი ჩვილი 1 თვისაც არ იყო - ექიმის ინფორმაციით, მძიმეა კიდევ 2 ბავშვის მდგომარეობა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ექიმი აცხადებს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ჩვილი 2 კვირაზე მეტხანს რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, მკურნალობაში მთლიანი სამედიცინო ჯგუფი იყო ჩართული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ექიმის განმარტებით, უკიდურესად მძიმეა კიდევ 2 ჩვილის მდგომარეობა. მათგან ერთს "ინდური" მეორეს კი "ბრიტანული" შტამი აქვს დადასტურებული. "სამწუხაროდ, კლინიკაში მოთავსებული პაციენტი, რომელიც ჩვენთან მკურნალობდა 2 კვირაზე მეტი პერიოდი, პაციენტი იყო თვემდე ასაკის, რომელიც ინფიცირებული იყო "ალფა" ბრიტანული შტამით, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ჩართული იყო მთელი სამედიცინო საზოგადოება, არა მხოლოდ ჩვენი კლინიკის, არამედ მთლიანად ქვეყნის სამედიცინო ბორდი, მაინც ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობაც არის უკიდურესად მძიმე, მაქსიმალურს ვცდილობთ, რომ დადვოთ დადებითი შედეგი, თუმცა აქაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და რაიმე კონკრეტული პროგნოზების გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია", - თქვა ექიმმა. ექიმის თქმით, გარდაცვლილი ახალშობილი საავადმყოფოში შეყვანის დროს 5 დღის იყო, მას მალევე სუნთქვის უკმარისობა დაუდგინდა და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100