სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოვიდინფიცირებული 3 ჩვილის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე რჩებიან

ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული, კოვიდინფიცირებული სამივე ჩვილის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ისინი ერთ კვირაზე მეტია მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. კლინიკის დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსის "დელტა" შტამი აქვს. "სამივე ჩვილი აპარატზეა, ორი ჩვილი და ერთი ახალშობილი უფრო სწროად, ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. პლიუს მას ჰემოდიკური არასტაბილურობა აქვს და ნიოტროპული დახმარება ესაჭიროება და ეძლევა, ასე რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. ჩართულია ჰოსპიტლების ექსპერტთა საბჭო, ყოველ დღე გვაქვს კონსილიუმი და ყველა ერთად ვმართავთ", - თქვა ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ. ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 67 ბავშვი და 60-მდე მშობელია მოთავსებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100