"ეს კაცი პოლიტიკური ავადმყოფობის გარდა, მე ვფიქრობ, რომ არ არის ბოლომდე საღი...დღეს 18:00 საათზე ვიკრიბებით კვლავ რუსთაველზე" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მორიგ აქციას აანონსებს. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა, მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით, კვლავ უცვლელია.

ნიკა გვარამია პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო სექტორს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

"ეს კაცი [ირაკლი ღარიბაშვილი] პოლიტიკური ავადმყოფობის გარდა, მე ვფიქრობ, რომ არ არის ბოლომდე საღი, როცა ამ ტექსტებს ამბობს, ეს კაცი არის საფრთხე ამ ქვეყნისთვის. მთელი შემადგენლობით, მისი მთავრობა უნდა გადადგეს.

ვთხოვ ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს, ჯანსაღ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც გუშინ მოაწერა ხელი ზუსტად იგივე მოთხოვნას, დღეს 18:00 საათზე შემოგვიერთდეს აქციაზე. პირველ რიგში, მე ვთხოვ ჩვენს მაყურებელს დღეს 18:00 საათზე ვიკრიბებით კვლავ რუსთაველზე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ, ვიდრე ადეკვატური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული",- თქვა ნიკა გვარამიამ.

კომენტარი