სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

11 გარდაცვლილი და ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 136 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 486 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 392 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 372 685-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.17 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.70%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 356 780-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 394 პირი ემსხვერპლა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100