"უკნიდან მეცნენ, თავში ბოთლი ჩამარტყეს, ყური მომაგლიჯეს" - რას წერს ნატალია ურიდია

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნატალია ურიდია ამბობს, რომ "თბილისი პრაიდის" ჩანთის გამო, მას რუსთაველზე, ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ცოტა ხნის წინ გამოვედი სამსახურიდან, სტამბაში გვაქვს ოფისი და რუსთაველის მოედანზე მიწევს გავლა, რომ მერე მეტროში ჩავიდე.

ვიღაც რიგითმა ფარშისტმა დამაძალა ჩანთის მოხსნა, რომელსაც "თბილისი პრაიდი" აწერია. მას შემდეგ, რაც უარი ვუთხარი, წამოდგა და ჩემკენ გამოიწია.

კომენტარი