სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში, რამდენიმე ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება შეეზღუდება

დღეს, 29 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძლადევის რაიონში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაობს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 29 ივნისს 22:00 საათიდან 30 ივნისის 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში - თემქის მე-3 მიკრორაიონის კვარტლებს;

ავჭალა 1-ში - გაბაშვილის, მარჯნის, ღვალაძის, ქობის და ბრონშტეინის ქუჩებს, შესახვევებს და ჩიხებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“ , - ნათქვვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100