სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს, 29 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი -3 X კვარტლისა და იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირისა (ნაწილობრივ) და სანზონის მოსახლეობას. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100