სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში ქართველმა ქართველი მოკლა

"როსბალტის" ცნობით, გუშინ, გვიან ღამით მოსკოვში მომხდარ ჩხუბს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ჩხუბი მოსკოვის გარეუბანში, ერთ-ერთი სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ხელჩართულ დაპირისპირებაში დაახლოებით ოცამდე ადამიანი მონაწილეობდა. ერთი ვერსიით, ერთმანეთს სლავური და კავკასიურიეროვნების პირები ეჩხუბნენ, რუსული მედია კი იუწყება, რომ ჩხუბის მონაწილეები ქართველები იყვნენ.

"როსბალტი" იუწყება, რომ ჩხუბის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქართველი ეროვნებისაა, თუმცა, მისი ვინაობა არ სახელდება. მას მჭრელი საგნით გულმკერდის არეში მიაყენეს ჭრილობა, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა. ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, მოგვიანებით კი ქუჩაში ცხედარი გამვლელებმა შეამჩნიეს და პოლიციას შეატყობინეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ჩხუბის დროს კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100