სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყვილს სუროგატმა დედებმა ერთ წელიწადში 20 ბავშვი გაუჩინეს

წყვილს ერთ წელიწადში 20 ბავშვი გაუჩნდა. მათ ეს სუროგატი დედების დახმარებით შეძლეს, რაშიც 67 ათასი ფუნტი გადაიხადეს. ამის შესახებ Mirror წერს.

23 წლის კრისტინამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, მომავალი ქმარი, 57 წლის მილიონერი გალიპ ოზიურკომი საქართველოში მოგზაურობისას გაიცნო.

შეყვარებულებმა ოჯახი შექმნეს და სუროგატი დედა დაიქირავეს. 2020 წელს წყვილს ვაჟი მუსტაფა შეეძინა. ქალს პირველი ქორწინებიდან ერთ შვილი ჰყავს, ხოლო მის მილიონერ ქმარს 8.

პირველი საერთო ვაჟის დაბადების შემდეგ წყვილი მიხვდა, რომ კიდევ სურდათ შვილების გაჩენა. მათ სუროგატი დედები დაიქირავეს და ოჯახში კიდევ 20 ბავშვი გაჩნდა.

წყვილს შვილების აღზრდაში 16 ძიძა ეხმარება. მრავალშვილიანი ოჯახის ხარჯი წელიწადში 67,7 ათასი ფუნტია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100