იგეგმება თუ არა ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის გაუქმება

დღეს კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი არ განხილულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი უმჯობესდება, ეს ხდება ძალიან ნელი ტემპით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ახალი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 300-600-700 შორის. ამიტომ ეს ისეთი მაჩვენებელია ჯერჯერობით, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ დავაკვირდებით 1 კვირა, 10 დღე ეპიდსიტუაციას და მერე გადაწყვეტილებები იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარი