ძალიან ძნელია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელით არ შეეხო - მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას ამბობს, რომ ბავშვის ფიზიკურად დასჯას არ ემხრობა, თუმცა მისივე თქმით, ძალიან რთულია ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელით არ შეეხო.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, მძიმე ბრალდებებს შესაბამისი გამოძიება სჭირდება.

"მძიმე ბრალდება ძალიან დასაზუსტებელი ტერმინია. თუ ლაპარაკი არის აქ კრიმინალურ გადცდომაზე, მაშინ ეს საკითხი აუცილებლად უნდ განიხილოს კრიმინალურმა პოლიციამ.

მთელ საზოგადოებას მოვუწოდებ, ხაზი გავავლოთ და აქეთ მხარეს დადგნენ ისინი, ვისაც საკუთარი შვილი არასოდეს არ დაუსჯია, აქეთ მხარეს - ვისაც დაუსჯია და კიდევ აქეთ მხარეს, ვისაც უცემია საკუთარი შვილი.

აქ ლაპარაკი არის 20 წლის წინანდელ ამბებზე, 15 წლის წინანდელ ამბებზე, მაშინ, როდესაც ეს დღემდე ოჯახებშიც კი ხდება. ეს არის გადაცდომა, მე ვთვლი, რომ ბავშვი ფიზიკურად არ უნდა დასაჯო, ოღონდ, ეს ძალიან ძნელია, ბავშვი ისე გაზარდო, რომ ხელი არ შეახო" - ამბობს მიტროპოლიტი.

კომენტარი