14 გარდაცვლილი და 705 ინფიცირებული – კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 351 954 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 1 128 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 337 023-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 14 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 4 996 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 33 253, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 138, PCR ტესტით – 14 115.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,12%, ბოლო 14 დღის – 2,75%, ბოლო 7 დღის – 2,59%.

სულ აცრილია – 191 001, დღიურად აცრილია – 6 184.

კომენტარი