სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი ინფექციებია გავრცელებული ზაფხულში – რას უნდა ველოდოთ

ზაფხულში სიცხესთან ერთად სხვადასხვა სახის ბაქტერიებიც იწყებს მომრავლებას. ამ დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ისეთ ინფექციებს, რამაც შესაძლოა ორგანიზმის სისუსტე გამოიწვიოს. გარდა იმისა, რომ ზაფხულში ბევრი სითხე უნდა მივიღოთ, ასევე ყურადრება უნდა მივაქციოთ საკვებს, რათა არ გამოიწვიოს ინტოქსიკაცია.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რუსთავი 2“-თან ისეთ ინფექციებზე საუბრობს, რომლებიც, როგროც წესი, ზაფხულში იჩენს ხოლმე თავს.

„ზაფხულში აქტუალურია ნაწლავური ინფექციები, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სხვადასხავა ბაქტერიით. ძირითადად მათ განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება. ამ დროს მთავარია გაუწყლოება არ მოხდეს და მივიღოთ დიდი რაოდენობით სითხე.

მეორე არის საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციები, მალფუჭებად პროდუქტებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და შევინახოთ წესების დაცვით. მაგალითად თუ რძის პროდუქტს დიდხანს გავაჩერებთ გარეთ და შემდეგ მივირთმევთ, შეიძლება მივიღოთ საკვების ინტოქსიკაცია, რომლის სიმპტომებია: ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, რასაც შემდეგ მოჰყვება დეჰიდრატაცია (გაუწყლოება)“,- აღნიშნავს ალექსანდრე გოგინავა.


ინფექცოინისტი განმარტავს, რომ თუ ადამიანს სიმპტომები 72 საათზე დიდხანს გაუგრძელდა, მაშინ დახმარებისთვის ექიმს უნდა მიმართოს.

„არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ხანგრძლივდება 72 საათზე მეტხანს. ასეთ დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია ჩავიტაროთ, განსაკუთრებთ რისკ-ჯგუფებმა.

თუ ჩვენ სახლში ამ დაავადებას ვერ ვმართავთ ან ხანგრძლივდება 72 საათზე მეტხანს, დროულად უნდა მიმაროთ ექიმს“,- ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100