სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

17 გარდაცვლილი და 1023 ინფიცირებული - განახლებული სტატისტიკა კორონავირუსზე

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 517 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 585 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 932 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 023 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 350 428-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.81%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 510 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 335 029-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 951 პირი ემსხვერპლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100