სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეყვარებულები იყვნენ, ბიჭი გოგოს გადაეფარა და ამ დროს სასიკვდილო დაზიანებები მიიღო – ავარია გორში

გუშინ გორში მშვიდობის გამზირი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა. ქვეითად მოსიარულე ორ ახალგაზრდას ჯეტას მარკის ავტომობილი დაეჯახა. გამოძიება სსკს 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა 16 წლის გოგო, რომელიც გორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 19 წლის ბიჭი კი ადგილზე გარდაიცვალა. მას თავის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიყენებული.

ადგილორბივი მედია საშუალება „დია ნიუსი“ თვითმხილველების ნაამბობს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები შეყვარებული წყვილია. ისინი გზის გადაკვეთას ცდილობდნენ, რა დროსაც მთავარ გზაზე მიმავალმა ავტომობილმა მათთვის მანქანის არიდება ვერ მოახერხა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება თავის არეში მაშინ მიიღო, როდესაც შეყვარებულ გოგოს გადაეფარა და მისი გადარჩენა სცადა.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100