სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ მაჭავარიანი: „რეალი“-„ბარსას“ შეხვედრა უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე კალაძის წასვლა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ფეხბურთელ კახი კალაძის გადაწყვეტილებას ეხმიანება ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ და აღნიშნავს, რომ "მადრიდი-რეალის გუშინდელი თამაში უფრო მნიშვნელოვან მოვლენად მიაჩნია, ვიდრე კალაძის ნაკრებიდან წასვლა".

რაც შეეხება საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" დღევანდელ პრეზენტაციას, როგორც მაჭავარიანმა "პირWელს" განუცხადა, მას ამ ღონისძიებისთვის თვალი არ უდევნებია და შესაბამისად, ვერც კომენტარს გააკეთებს.

ცნობილმა ფეხბურთელმა კახი კალაძემ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანის პოსტი დატოვა.

ამის შესახებ კალაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე განაცხადა.

"ეს ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილებაა, რადგან 15 წელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შევალიე. მინდა, ყველას ვუთხრა მადლობა, ვინც გამარჯვებისას მხარს მიჭერდა და ჩვენი მარცხით წუხდა. მადლობა მწვრთნელებს და ნაკრების წევრებს!",- განაცხადა კახი კალაძემ და აქვე დასძინა, რომ "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100