სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 ივნისს ქუთაისში იწვიმებს. დღისით +24 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მცირე ღრუბლიანობაა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში სინოპტიკოსები უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღის განმავლობაში +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში შესაძლებელია მცირე ნალექი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

მესტიაში +18 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი.

ჭიათურაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.

+21 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +25 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღე იქნება გუდაურშიც, დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოში უმეტესად მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ღრუბლიანობის მატებაა შესაძლებელი, დღის განმავლობაში +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი სიღნაღშიც, +28 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100