"პარტიას კი არ უნდა ქმნიდე, ციხეში უნდა იჯდე" - „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, დაპირისპირებაა

„ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია უნდა გაიმართოს, სამოქალაქო აქტივისტებსა და კერძო დაცვის პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები ადგილზე განთავსებულ ბარიკადებს მიღმა გადასვლას და „ექსპო ჯორჯიას“ ეზოში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ კერძო დაცვის პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირება სწორედ ამ დროს მოხდა.

აქციის მონაწილეებს ბანერებზე 20 ივნისს გამოყენებული ტყვიები ჰქონდათ ასახული. აქტივისტები შეძახილებით - "გახარია მონა", "გახარია რუსეთის მონა", "პარტიას კი არ უნდა ქმნიდე, ციხეში უნდა იჯდე" - სკანდირებდნენ.

კომენტარი