სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე მასწავლით ქრისტიანობას? ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა – კამათი რიონის ხეობის მცველებსა და ფალავანდიშვილებს შორის

სოფელ გუმათში რიონის ხეობის მცველს, მაკა სულაძესადა ფალავანდიშვილებსშორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

მაკა სულაძემ ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილებსმიმართა, რომ არავის აქვს უფლება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს რამე მიუთითოს.


„მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით და როდის დავიჭერთ ხელში? ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ აქ ვის რა გავუკეთოთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. არ მოგვეწონება? შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით და თავისი იდეოლოგიას თუ მოახვევს თავზე, საკმარისი ძალა გვყავს, რომ მივლენ ბიჭები… არ არის საჭირო თქვენი ჩარევა“, – მიმართა სულაძემ ფალავანდიშვილებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100