სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიღაცამ მომიწოდა, რომ ტრუსიკით ნუ ვარ აქციაზე...უცბად არსაიდან გაჩნდა გურამ ფალავანდიშვილის ბიჭი და... - სალომე ბარკერი დაპირისპირების შესახებ

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებს, ლგბტქ+ სამკლაურის გამო ალექსანდრე ფალავანდიშვილსა და მის თანამოაზრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა აქტივისტ სალომე ბარკერს უთხრა, რომ სიმბოლიკა მოეხსნა, რაზეც მან უარი თქვა. ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს.

ულტიმატუმის დრო რომ მთავრდებოდა, მაგ დროს მოვედი აქ, ვიფიქრე, რომ მაგ დროს სიტუაცია დაიძაბებოდა და დასჭირდებოდათ მხარდამჭერი ხალხი. ვიდექი ჩემთვის წყნარად, აბსოლუტურად მშვიდად და უცბად არსაიდან გაჩნდა გურამ ფალავანდიშვილის ბიჭი, რომელიც ასე მოვიდა და მითხრა, ეს მოიხსენიო, რაზეც მე ასევე წყნარად ვუთხარი, რომ არ მოვიხსნიდი, იმიტომ, რომ ორი წელია მიკეთია ყველგან, სახლში, აქციაზე და სადაც მინდა. ვუთხარი, რომ არა-მეთქი, არ მოვიხსნი. ამ ადამიანმა ატეხა ერთი ამბავი, გვეძახეს პროვოკატორები, ვიღაცამ მომიწოდა, რომ ტრუსიკით ნუ ვარ აქციაზე და ჩავიცვა შარვალი. ვიღაცამ დამიძახა, რომ რას ვგავარ. ვიღაცამ ამიკრძალა ლაპარაკი. მე აქ მხარდასაჭერად მოვედი და არაფერი მსგავსი არ მინდოდა, რაც ახლა აქ მოხდა. მოკითხონ იმ ადამიანებს, ვინც იქ ჰყავთ მხარდამჭერებად. აგრესიული ხალხია და რადგან აგრესიულები არიან, გამოვერიდე“, – ამბობს სალომე ბარკერი.

აქტივისტებს „რიონის ხეობის მცველი“ გაესაუბრა, რომელმაც მათ უთხრა, რომ აქციაზე დაბრუნება შეეძლოთ, თუმცა აქტივისტებმა ტერიტორია მაინც დატოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100