სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 მაისს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +35 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში დღისით +34 გრადუსი, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე და +33 გრადუსია მოსალოდნელი ბათუმში, ღამე კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა იქნება ფოთში, სადაც დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსი., შესაძლებელია მცირე ქარის მატება. ზუგდიდში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. ასევე უმეტესად მზიანი დღე და +30 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

მესტიაში დღის განმავლობაში ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. უმეტესად მზიან დღეს ელიან სინოპტიკოსები ამბროლაურშიც, სადაც დღისით +31 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს, იქროლებს მცირე ქარი.

+32 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში უმეტესად მზიანი დღე და +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

მცირე ღრუბლიანობის მატებას ვარაუდობენ დღის განმავლობაში გორში, სადაც დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +116გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +20 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანობის მცირე მომატებაა შესაძლებელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.

უმეტესად მზიანი დღე იქნება გურჯაანში. დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100