სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 მაისს ქუთაისში წვიმა და +27 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში უმეტესად მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით წვიმა და +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი. ზუგდიდში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა. სოხუმშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

მესტიაში +22 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურშიც წვიმას და +25 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +26 გრადუსი და მცირე ნალექია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

+27 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში იწვიმებს. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +27 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +13 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი.

გურჯაანში გამოიდარებს. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უმეტესად მზიანი დღე და +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. თბილისში დღის განმავლობაში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100