სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში ფოტოხაფანგები მოიპარეს

თბილისში, ის ფოტოხაფანგები მოიპარეს, რომელიც მოქალაქეების მიერ გარემოს დანაგვიანების ამსახველ კადრებს აფიქსირებდა.

ამის შესახებ ინფორმაცი „პრაიმტაიმს“ თბილისის მუნიციპალური სამსახურიდან მიაწოდეს.

არსებული ინფორმაციით ხშირია შემთხვევები, როდესაც დამონტაჟებულ ფოტოხაფანგებს მოქალაქეები აზიანებენ ან უბრალოდ იპარავენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ფოტოხაფანგების ზუსტ ადგილმდებარეობებთან დაკავშირებით გასაიდუმლოებული არ არის, ვცდილობთ წითელი ხაზით არ მივუთითოთ ლოკაციები, რადგან სამწუხაროდ ძალიან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც დამონტაჟებულ ფოტოხაფანგებს იპარავენ.

ეს ხაფანგები ძირითადად დამონტაჟებულია ტყეებთან, გზაზე, სამწუხაროდ ყველაზე ხშირად ბუნებაში ყრიან ნარჩენებს“, – ამბობენ უწყებაში.

ამჟამად, ქალაქში 20-ზე მეტი ფოტოხაფანგია დამონტაჯებული, თუმცა თბილისის მუნიციპალური სამსახური ამ რიცხვის გაზრდას და დამატებით ფოტოხაფანგების შეძენას გეგმავს.

„თბილისის მასშტაბით 20-ზე მეტი ფოტოხაფანგია დამონტაჯებული. 30-ზე მეტი იყო თუმცა ზოგი დააზიანეს, ზოგიც მოიპარეს. უახლოეს მომავალში კიდევ დაემატება დაახლოებით ამდენივე. მოხდება შესყიდვა და დამონტაჟდება“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100