ქარელში ღამურამ ადამიანი დაკბინა

ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ანტირაბიულ კაბინეტს მიმართა ადამიანმა, რომელიც ღამურამ დაკბინა. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

ამავე ცენტრის ცნობით, 6 თვეში თაგვით დაკბენილმა 4-მა მოქალაქემ მიმართა, ხოლო კურდღელმა 11 ადამიანს უკბინა.

ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, მოქალაქეების ნახევარზე მეტი 15 წლის ზევით ასაკის ადამიანია.

წყარო:qartli

კომენტარი