ამის საფასურს ჰამასი სიცოცხლეებით გადაიხდის! – ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიმართვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ისრაელი მთელი ძალებით აგრძელებს თავდასხმას.

„ამის საფასურს ჰამასი სიცოცხლეებით გადაიხდის. ჩვენ მოვახდინეთ ათობით ტერორისტის ლიკვიდირება, მათ შორის უფროსი მეთაურების.

დავბომბეთ ჰამასის მეთაურები დავბომბეთ, ჩამოვანგრიეთ შენობები, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო ტერორისტული ორგანიზაციების მიერ.

ჩვენ ვაგრძელებთ თავდასხმას მთელი სიძლიერით“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუსმა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, მოძრაობა „ჰამასმა“ თელ ავივის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა მოქალაქე. დაშავებულებს შორის ერთი ხუთი წლის ბავშვია.

კომენტარი