აშშ-ში მე-6 კლასელმა გოგომ სკოლაში სამი ადამიანი დაჭრა

აშშ-ში, აიდაჰოს შტატში, რიგბის სკოლაში გოგომ სამი ადამიანი - ორი მოსწავლე და სკოლის ერთი თანამშრომელი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, გოგო 11 ან 12 წლისაა, - ამის შესახებ BBC წერს.

მედიის ცნობით, მე-6 კლასელმა სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღი მიიტანა. სროლის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

ორივე დაჭრილი მოსწავლე საავადმყოფოში რჩება. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, ერთ-ერთს ოპერაცია დასჭირდეს. სკოლის თანამშრომელი უკვე სახლშია გაწერილი.

კომენტარი