30 აპრილს ქვეყანაში "ასტრაზენეკას" 43 000 დოზა შემოვა - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 30 აპრილს საქართველოში ვაქცინების მორიგი პარტია, "ასტრაზენეკას" 43 000 დოზა შემოვა.

მისივე თქმით, ვაქცინა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

"მასიური ვაქცინაცია ივლისის თვის შემდეგ იგეგმებოდა, თუმცა გუშინ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გახსნილიყო რეგისტრაციის ფანჯარა.

ამ წუთებში ქვეყანაში არის 100 000 "სინოფარმის" ვაქცინა, დამატებით კი, 250 000-ის მოწოდებას ველოდებით. ასევე, ველოდებით 90 000-მდე დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინას, მოლაპარაკებები გვაქვს "მოდერნასთან" და "ფაიზერთან", ორივე კი, უკვე შეთანხმებული მოლაპარაკებაა. თუმცა ერთ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რაოდენობა, მეორე შემთხვევაში კი, ზუსტდება. მოლაპარაკებები სხვა ვაქცინების მწარმოელებთანაც გრძელდება. ასე რომ სრული ხელმისაწვდომობა იქნება და ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი არ შეიქმნება.

ვაქცინების პირველი პარტია 43 000 "ასტრაზენეკა" შემოვა 30 აპრილს, შემდეგ ასევე 43 000 "ასტრაზენეკას" ველოდებით მაისის პირველ ნახევარში. ყველა ეს პარტია კი, ხელმისაწვდომი იქნება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში.

კომენტარი