სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

1551 ახალი შემთხვევა, 17 გარდაცვლილი, 878 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის სტატისტიკა განახლდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 307401 ადამიანი დაინფიცირდა.

ინფექციას კიდევ 17 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4077 გახდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 878 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 288816-ია.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 29487 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 11878, PCR ტესტით - 17609.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 5.26%, ბოლო 14 დღის - 4.39%, ბოლო 7 დღის - 4.63%.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100