კახა კახიშვილი და მისი გარემოცვა, შესაძლოა, პროკურატურაში დაიბარონ

კორუფციული სქემა და ევროპელი პენსიონერების ძარცვა - კახა კახიშვილი და მისი გარემოცვა, შესაძლოა, პროკურატურაში დაიბარონ.

საქმე ეხება ფულის გათეთრების სავარაუდო ფაქტს.

სავარაუდოდ, თაღლითური სქემით კახიშვილის სიძე და ასევე, კახიშვილის ახლო მეგობარი, მიხეილ ბინიაშვილი არიან დაინტერესებულნი.

გავრცელებული ცნობებით, სქემის მონაწილეები ევროპელ პენსიონერებს ფულს “ჰაერში” აბანდებინებენ და შემდეგ, უკვალოდ ქრებიან.

სავარაუდოდ, სწორედ შავი ფულით დაუფინანსა ბინიაშვილმა კახიშვილს საარჩევნო კამპანია და დიდი ფულის სანაცვლოდ, ამომრჩეველთა ხმებიც მოისყიდა.

წყაროს ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლებს კომუნიკაცია ჰქონდათ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან, სქემის თაობაზე. უფრო მეტიც, საქმე იმდენად გახმაურებულია, რომ ევროპელი პენსიონერები ითხოვენ, სახელმწიფოებმა ოფიციალურად მოახდინონ რეაგირება და საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვონ დამნაშავეების დასჯა.

კომენტარი