სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს" - თეა წულუკიანი

კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, მოწოდების გარდა, არაფრის გაკეთება არ შემიძლია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალადობაზე საუბარი არასდროს არის გვიან. მინისტრმა ნინუცა მაყაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

"ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. შედარებაც კი არ შეიძლება რამდენად ღიად საუბრობენ ქალები ახლა. ნინუცა მაყაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ იყო მიწვეული საგამოძიებო ორგანოში, ის ჯერ კიდევ არ მისულა. იმედი მაქვს, რომ უარს არ აცხადებს, რადგან თუნდაც ის ფიქრობდეს 11 წლის მერე გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარული, მე მინდა მას ვუთხრა, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, ვინაიდან ეს სხვა ქალების უფლებების დაცვისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100