სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

6 აპრილს ქუთაისში წვიმა და +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ნალექს ვარაუდოებენ ოზურგეთშიც, სადაც დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +20 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უხვი ნალექია ნავარაუდები. +20 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექი და +18 გრადუსია ნავარაუდები. ღამით +12 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +8 გრადუსი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ღამითაც +3 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში დღისით +17 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც იწვიმებს. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

გორშიც უმეტესად წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

უმეტესად ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +10 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამე კი -1 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხშიც მცირედ ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +20 იქნება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8-მდე დაიწევს.

უმეტესად ნალექიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, სადაც დღისით ჰაერის +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი და დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100