ამირან გამყრელიძე: თუ არ გვინდა მესამე ტალღაში შევიდეთ და განმეორდეს ნოემბერი და დეკემბერი, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები

ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება გაუარესდა, ბოლო კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელმა 2%-ს გადააჭარბა, გაიზარდა კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობაც. მისი თქმით, საზოგადოებამ არსებული გამოცდილება უნდა გამოიყენოს და ვითარების შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად ყველაფერი გააკეთოს.

„ამისთვის მთავარია მაქსიმალურად ავწიოთ პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც ჩამოვარდნილი იყო 75%-დან, რაც იანვარში გვქონდა, 43%-ზე. ბოლო მონაცემებით გვაქვს 51%. ანუ, ადამიანებს რომ ვეუბნებით, რომ აუცილებელია ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, ეს გარკვეულ შედეგს გვაძლევს, მაგრამ ცოტაა ეს. უნდა ავიდეთ სულ მცირე 75-80, საუკეთესო შემთხვევაში 90%-ზე, რომ ვიყოთ შედარებით მშვიდად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარი