თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

მარშალ გელოვანის გამზირზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში 25 მარტს, თბილისის მერიის დაკვეთით, შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი” წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპის” მიერ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 24 მარტის 23:00 საათიდან 26 მარტის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ბარნოვის, ფალიაშვილის, აბაშიძის, მცხეთის, კეკელიძის, არაყიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის ქუჩას;
პეკინის, კოსტავას, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, დოლიძის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, მიცკევიჩის, საირმის, ბახტრიონის, ზემო ვეძისის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

მთწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის, მელიქიშვილის, თაბუკაშვილის, ჭონქაძის, ამაღლების, გ. ტაბიძის, პეტრიაშვილის, ჭოველიძის, ქიაჩელის, გოგებაშვილის, ვარაზის ხევის, ვერიკო ანჯაფარიძის, გრიბოედოვის ქუჩას;
პუშკინის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას, კოტე აფხაზის, ორთაჭალის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: ბალანჩინის, ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას, მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.

კომენტარი