სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამირან გამყრელიძე: თუ ისე გავივლით მარტსა და აპრილს, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღას ავცდებით

თუ ისე გავივლით მარტსა და აპრილს, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღას ავცდებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მესამე ტალღას ამ ეტაპზე პირბადე შეაჩერებს.

„მესამე ტალღის რისკი არის. თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს და დაწესებულ რეგულაციებს, მესამე ტალღის რისკი არსებობს. მესამე ტალღას ამ ეტაპზე შეაჩერებს პირბადე. ასევე, უფრო მეტად უნდა დავიცვათ დისტანცია, მოვერიდოთ თავშეყრას. ვაქცინაცია კარგია, მაგრამ მას დაუყოვნებელი ეფექტი არ აქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 170 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 396 პაციენტი, გარდაიცვალა 10 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 277 650 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 270 369, გარდაიცვალა 3 710 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 6 185 კვლევა ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 2 993, PCR ტესტით - 3 192.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100