სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თენგიზ ცერცვაძე: სკეპტიციზმი და ვაქცინაციის მიმართ ცრურწმენები უნდა დავძლიოთ

პანდემიის დასრულების ერთ-ერთი ეფექტიანი გზა ვაქცინაციის დაწყება და მისი სწორად გამოყენებაა, - აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.

მისი განცხადებით, ცხოვრების ჩვეული რეჟიმის დასაბრუნებლად, ვაქცინაცია აუცილებელია.

„თუ გვინდა, რომ ბიზნესი, ეკონომიკა აბსოლუტურად გათავისუფლდეს, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, გაუმჯობესდეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების პირობები, დავიწყებას მიეცეს ის მტკივნეული დღეები და პროცესები, რომელიც ყველამ ერთად გამოვიარეთ, საჭიროა ვაქცინაცია. ეს არაა რთული. სკეპტიციზმი და ვაქცინაციის მიმართ ცრურწმენები უნდა დავძლიოთ “ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100