სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ" - ნახეთ,რას ამბობს გიორგი გახარია

მეც მომენატრეთ. დაგვიანებით, მაგრამ გილოცავთ პროფესიულ დღეს, - ასე მიმართა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

„ფორმულასთან“ და „TV პირველთან“ საუბარში ყოფილმა მაღალჩინოსანმა, პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა.

„რაც შეეხება მომავალს, პირველი მინდა, გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი გავრცელდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის დღეს რისი თქმაც მინდოდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100