სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლალი ტურძელაძე: ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობის დასტაბილურება დილისთვის მოხერხდა, თუმცა რჩება მძიმე

ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა დილით შედარებით სტაბილურია, თუმცა მძიმე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ მედიასთან განუცხადა, რომ ინექციიდან 24 საათი 13:00 საათზე გადის. სწორედ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს განმეორებითი კვლევები.

„პაციენტი გუშინ საღამოს ჩამოიყვანეს ახალციხის ერთ-ერთი კლინიკიდან, ვაქცინაციის შემდგომი პერიოდით, სავარაუდოდ, იქ მოხდა ძლიერი ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი.
პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ყველა კვლევა ჩაუტარდა, ტვინის ფუნქცია განისაზღვრა, ტვინი ჯერ ცოცხალია, ვნახოთ, 24 საათში რა იქნება. მძიმე
მდგომარეობა იყო, გვიან საღამოსთვის მოხერხდა დასტაბილურება და პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.

ღამე იყო საკმაოდ მძიმე, ლევან რატიანი აქ იყო მთელი ღამე, ამ დილისთვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა. აპარატთან არის სინქრონში, სუნთქავენ ერთად, წნევის დარეგულირება ხერხდება სამი მედიკამენტის დახმარებით. მდგომარეობა დილით შედარებით სტაბილურია, თუმცა მძიმე.

24 საათში უნდ ჩატარდეს განმეორებითი კვლევები და შემდეგ უფრო გვექნება საშუალება, დავილაპარაკოთ, 13:00 საათზე გადის 24 საათი ინექციიდან“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100