სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 19 მარტს ქუთაისში მცირე ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება, შესაძლებელია ქარის მატება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები 12 გრადუსსა და მცირე ნალექს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება, მცირე ნალექიც არის შესაძლებელი.

ფოთში იწვიმებს +13 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მცირე ნალექია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით +4 იქნება. მცირე ნალექია მოსალოდნელი სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვაა მოსალოდნელი. დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება. თოვას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიან დღეს ვარაუდობენ ჭიათურაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი იქნება. ბაკურიანში თოვლია ნავარაუდები. დღისით 0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.

გორში იწვიმებს. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვაა მოსალოდნელი გუდაურში. 0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ასევე თოვლია ნავარაუდები ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამე კი -10 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში უმეტესად მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმაა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. +10 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი სიღნაღში, დღე უმეტესად მზიანი იქნება, ღამით ჰაერის ტემპერატურა +3 იქნება.

რუსთავში მცირე ნალექია შესაძლებელი +13 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი. მცირე ნალექი იქნება თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100