სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

159 ინფიცირებული და 2 გარდაცვლილი – განახლებული მონაცემები კორონავირუსზე

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 730 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 275 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 455 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 159 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 275 148-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.53 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 328 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 268 565-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 650 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 89 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 23, ქვემო ქართლი – 3, შიდა ქართლი – 12, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 6, კახეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 907, საიდანაც: 1 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 698, აჭარაში – 139, იმერეთში – 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 269 პირი, მათ შორის, თბილისში – 116, აჭარაში – 23, იმერეთში – 74. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში – 50, აჭარაში- 3, იმერეთში – 10. 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 99 – თბილისში, 30 – აჭარაში. 1 418 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 211 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 93, ხოლო აჭარაში – 14. სულ 6 ოქტომბრიდან – 14 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 642 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 322 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 544 პირი, აჭარაში – 477, იმერეთში – 647.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100