"ის ჩემი კერპი იყო, ვერ ვიჯერებ, რომ დავამარცხე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი როჯერ ფედერერთან მოგებაზე საუბრობს

„ის ჩემი კერპი იყო, ვერ ვიჯერებ, რომ დავამარცხე“, - ამის შესახებ ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მიჩნეულ, შვეიცარიელი სპორტსმენის როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ განაცხადა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე როჯერ ფედერერი დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას მასტერსის 1/2 ფინალში მსოფლიო რეიტინგის 36-ე ჩოგანს,ამერიკელ ჰარი ფრიტზს დაუპირისპირდება. შეხვედრა 13 მარტს,თბილისის დროით, 19:00-ზე გაიმართება.

კომენტარი