სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 11 მარტს ქუთაისში წვიმიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ასევე ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით სინოპტიკოსები +5 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს ფოთშიც, სადაც +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 იქნება. იწვიმებს სოხუმშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექს ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ჭიათურაში. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.

გორში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს.

თოვაა მოსალოდნელი გუდაურში. 0 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. მოთოვს ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით -3 გრადუსი იქნება, ღამე კი -10 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში კი თოვლია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი.

თოვლიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0-მდე დაიწევს.

რუსთავში იწვიმებს. +6 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +1 გრადუსი. თბილისშიც წვიმიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100